ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა“ – ირაკლი რუხაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს „იმედში“ განვითარებულმა მოვლენებმა და აუდიოჩანაწერის გარშემო შექმნილმა ვითარებამ ბადრი პატარკაციშვილი იმსხვერპლა. მისი თქმით, პატარკაციშვილმა ჩანაწერი გიორგი თარგამაძეს გადასცა, თუმცა მან ეთერში გაშვებაზე უარი თქვა, მოგვიანებით კი ის „რუსთავი 2“-მა გადაკეთებულად გაუშვა. ბრალდებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ რუხაძე იტყუება, ხოლო „იმედი“ თავად ჟურნალისტებმა დახურეს.

„ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა“ – ირაკლი რუხაძე
„ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა“ – ირაკლი რუხაძეალია

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “იმედში” განვითარებულმა მოვლენებმა, “მოკლა ბადრი”.

რუხაძემ დაკითხვისას ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი პატარკაციშვილმა „იმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების მაშინდელ ხელმძღვანელ, გიორგი თარგამაძეს დაავალა, თუმცა თარგამაძემ აღნიშნული მასალის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.

“არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო… სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიაში უცვლიდა საქართველოს რკინიგზას.

მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა, ხალხის დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს…. როცა ჩვენ დავბრუნდით, ვნახეთ “რუსთავი 2”-დან, პირველი არხიდან გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ეკრა უკან. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ენახებინათ, აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო…

(“იმედის” დარბევის მერე) ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე, მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, “აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო”. მითხრა, “საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო”… მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა “რუსთავი 2”-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა…მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში.

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო”, – განაცხადა რუხაძემ.

ჩანაწერის ეთერში გაშვების ნაწილს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ირაკლი რუხაძე იტყუება სასამართლო პროცესზე.

“ტყუილია, არ იყო მონტაჟი. ტყუილებს ნუ ლაპარაკობ! მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი. თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?

ამ კაცის დაკითხვით დადგინდა ის, რომ კაცმა, რომელმაც წააგო ჩემთან სასამართლო, თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ წავიდნენ ჟურნალისტები.

თქვენ წახვალთ ისევ იმ სოროში, საიდანაც ივანიშვილს მოახსენებთ, როგორც შეასრულეთ თქვენი დავალება დღეს სასამართლოში. თქვენ შეხვალთ სოროში. ეს არის ივანიშვილის კენგურუს სასამართლო. ჩემი ტყვეობა დროებითია და მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები”, – განაცხადა სააკაშვილმა და მიმართა რუხაძეს: “თქვენ საუბრობთ “იმედზე”, რომელიც ბრიტანეთმა დაასანაქცირა.

“კი, “იმედი” არის დასანქცირებული”, – უპასუხა რუხაძემ სააკაშვილს. (ინტერპრესნიუსი)

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ალია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.