ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზე

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, იფსოსის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მისი განცხადებით, პოლიტიკური პროცესისთვის რეიტინგის ცვალებადობა ბუნებრივია, ხოლო ქვეყნებს, მიუხედავად საერთო კავშირისა, გამოკვეთილი იდენტობა აქვთ.

"პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზე
"პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2

"პოლიტიკური პროცესი ასეთია - ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი "იფსოსის" კვლევას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფავლენიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ერთი კავშირის წევრნი არიან, ყველა ქვეყანას გამოკვეთილი იდენტობა აქვს.

"ევრობიუროკრატიის კრიზისი არაფერ შუაში არ გახლავთ. მოდი, ყველა ქვეყანას პატივი ვცეთ და ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ.

გასაგებია, რომ ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირში არიან, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს გამოკვეთილი იდენტობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.