ირაკლი კობახიძე: “ევროპაში არის სერიოზული პრობლემები, - საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „PSOS-ის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპაში სერიოზული პრობლემებია და საუბარია არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, რაც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევების რეიტინგებში აისახება.

“ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომლებიც არის ევროპის მასშტაბით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან “PSOS-ის” კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„აქ საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი არის შესაბამისი საზოგადოებების და ქვეყნების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.