ირაკლი კობახიძე: “მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. ერთმანეთთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციაში მძიმე მდგომარეობა და ერთმანეთთან დაპირისპირება სისუსტის გამოძახილია. მისივე თქმით, ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და, ამ შემთხვევაში, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.