ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა

სუსის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. პარალელურად, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმაც.

სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა
სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგარადიო თავისუფლება

გელაძემ, - რომელიც ყოფილი ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძის მეგობარია, - 14 სექტემბერს განაცხადა:

„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“.

გელაძე ამ განცხადებაში არ აზუსტებს, სად აგრძელებს საქმიანობას.

მის განცხადებას სუსის პრესცენტრი ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“, - წერს იგი.

ორიოდე დღით ადრე, 12 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებდნენ.

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.