ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, ის საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. გელაძე სუს-ის უფროსად ექვსი წლის ვადით, აპრილში იყო დამტკიცებული და თანამდებობაზე ხუთ თვემდე დაჰყო.

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა
6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგაBM.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გელაძის განმარტებით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, ის საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ გელაძე პარლამენტმა 6 წლის ვადით აპრილში დაამტკიცა.

გეკა გელაძე ბოლო 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეხუთე ხელმძღვანელი იყო. შესაბამისად, ეს მეხუთე ცვლილებაა აღნიშნულ პოსტზე. ამ პერიოდში თანამდებობაზე ყოფნის ყველაზე მოკლე ვადა ანრი ოხანაშვილს ჰქონდა პარლამენტმა ის სუს-ის უფროსად ექვსი წლის ვადით აპრილში დაამტკიცა, თუმცა თანამდებობაზე ხუთ თვემდე დარჩა, ზუსტად ისე, როგორც გელაძე. ოხანაშვილის შემცვლელად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა 2026 წლის აპრილში დატოვა. მის ნაცვლად სუს-ის უფროსად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა დღეს, 14 სექტემბერს ასევე 5 თვეში დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 1 აგვისტოს გამოეყო. ამ კონფიგურაციის სუსის პირველი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იყო, შემდეგ კი პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ“, - აცხადებს გელაძე.

ყოფილი ხელმძღვანელი მადლობას უხდის უწყების თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის ლიდერებს:

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, - აღნიშნულია გეკა გელაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გელაძე სუსში გადასვლამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. რაც შეეხება მის საქმიან ბიოგრაფიას

2004 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი პროფესიული საქმიანობა 1999 წელს საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორად დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და კერძო სექტორში.

2010-2012 წლებში იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, 2012-2016 წლებში კი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. 2016-2018 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2018-2023 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2023-2024 წლებში კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო. 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2026 წლის 22 აპრილიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.