ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლიტიკური ველი უკვე ძალიან გაწმენდილია იმ მხრივ, რომ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ მატერიალური ინტერესებით იყვნენ ამოძრავებულნი, უკვე აღარ არიან - ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ველი გაწმენდილია მატერიალური ინტერესებით მოძრავ ძალებისგან და პარტია აღარ აპირებს ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარს.

პოლიტიკური ველი უკვე ძალიან გაწმენდილია იმ მხრივ, რომ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ მატერიალური ინტერესებით იყვნენ ამოძრავებულნი, უკვე აღარ არიან - ირაკლი ფავლენიშვილი
პოლიტიკური ველი უკვე ძალიან გაწმენდილია იმ მხრივ, რომ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ მატერიალური ინტერესებით იყვნენ ამოძრავებულნი, უკვე აღარ არიან - ირაკლი ფავლენიშვილირუსთავი 2

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" მათგან წასულებს გაყიდულები და მოღალატეები უწოდეს. პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა, რომ ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარს აღარ აპირებენ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ველი უკვე დაწმენდილია და ვინც ფულზე იყიდებოდა, მათ ეს პროცესი უკვე გაიარეს.

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს ენის მოჩლექვით ესაუბროს ვინმეს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ერთიანობაზე, ყოველთვის ვიყავით ამის მთავარი ინიციატორები, მაგრამ ვისაც არ უნდა, ნუ უნდა. დარჩა გაუყიდავი, იდეალისტი ხალხი.

ზოგი ჭირი მარგებელიაო. ეს პოლიტიკური ველი უკვე ძალიან გაწმენდილია იმ მხრივ, რომ ის ძალები, რომლებიც ფაქტობრივად მხოლოდ მატერიალური ინტერესებით იყვნენ ამოძრავებულნი, უკვე აღარ არიან, განლევად რეჟიმში... დიდი პროტესტი იქნება, იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები, რომ ვერავინ ვერ შეძლოს გარიგება და საპროტესტო მუხტის დაშლა", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.