ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობასინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი 11-13 სექტემბერს ინდოეთში სამუშაო ვიზიტით იქნება, სადაც დედაქალაქ ნიუ-დელიში დაგეგმილ BRICS-ის მე-18 სამიტში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ინდოეთში დღეს საღამოს გაფრინდება, ხოლო 11 სექტემბერს, სამიტის წინა დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

ინდოეთში BRICS-ის ლიდერების სამიტი 12-13 სექტემბერს გაიმართება. სამიტში სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.