ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 5 კაპიტალური პროექტია დაგეგმილი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 2 პროექტი, ხოლო რამდენიმე მიმდინარეობს. მსგავსი სამუშაოები ხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილირუსთავი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

დაგეგმილი პროექტები ხრამ-არხისა და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების, ასევე, ლომთაგორას მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენა-რეაბილიტაციას და ლეჟბადინის მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას მოიცავს. სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფა 4 825 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ამასთან, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა 2 კაპიტალური პროექტი - ქეშალოს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 708 513 ლარი შეადგინა, და ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 735 868 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმირასანის სათავე ნაგებობის, ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდინარე დებედაზე გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, იბერიისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე მიმდინარეობს წყალმიმღები კვანძებისა და მიმმართველი არხების აღდგენისა და ჯებირების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 8,8 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

საექსპლუატაციო სამუშაოების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა და მოწესრიგდა 73 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 48 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რეგიონში უკვე დასრულებულია 3 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6, ხოლო დაგეგმილია კიდევ 7 პროექტის განხორციელება. ჯამში, 2026 წელს რეგიონში 51 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად, წყალუზრუნველყოფა 15 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს რეგიონში გაიწმინდა და მოწესრიგდა 305 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 9 კმ სიგრძის მილსადენი, შეკეთდა 7 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 401 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.