შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი დაშავდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიდევ ორი აზერბაიჯანის მოქალაქე წინა დღეს დაიჭრა, როდესაც გემს, სახელად TEDY-ი, დრონი დაესხა თავს. ისინი უკრაინის საპორტო ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია. ასევე, თავი შეიკავონ იქ შრომითი საქმიანობისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ცნობით, სამინისტროს არ დაუდასტურებია, თუ ვინ განახორციელა დრონებით თავდასხმა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ მან ორი ტვირთმზიდი გემი დაბომბა, როდესაც ისინი ოდესის ახლომდებარე პორტისკენ მიემართებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გემებს ტვირთს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაჰქონდათ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
- რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
- რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.