ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ემანუელ მაკრონი - ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ კოსმოსურ საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გაძლიერდეს და პილოტირებადი ფრენები განვითარდეს. მისი თქმით, სამიტის ფარგლებში 51-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდება, რომლებიც 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი - ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთ
ემანუელ მაკრონი - ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთინტერპრესნიუსი

ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსურ საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კოსმოსი ერთადერთ გლობალურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც არსებული რისკების შესაბამის რეგულაციებს არ ექვემდებარება. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი მმართველობაა აუცილებელი. საფრანგეთს უნიკალური კოსმოსური ისტორია აქვს. აქ კოსმოსური პოლიტიკა ყოველთვის თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში 51-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდება, რომლებიც 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ კოსმოსში საკუთარი პილოტირებადი ფრენები უნდა განავითაროს.

„გვსურს, რომ ევროპამ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების სფეროში საკუთარი ამბიცია აჩვენოს. მსურს ვიხილო, თუ როგორ აფრინდება 10 წელიწადში კურუდან პირველი პილოტირებადი კაფსულა, რომლის ბორტზე ევროპელი და სხვა ქვეყნების ასტრონავტები იქნებიან. ჩვენ ტემპი უნდა დავაჩქაროთ. ევროპულ ინტერესს პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. ეს არც ბინძური სიტყვაა და არც პროტექციონიზმი. ეს გულუბრყვილობაზე უარის თქმას წარმოადგენს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
  2. რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
  3. რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.