მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. ბოჭორიშვილმა ეს მოწოდება ღიმილისმომგვრელად და მიუღებლად შეაფასა და აღნიშნა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მეტი თანამშრომლობა და კავშირებია საჭირო.

ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„აქამდე კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით, ეს ეტყობა ახალი კრიტერიუმია რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის, ღიმილისმომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან ევროპელი ბიუროკრატები თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები დღეს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, დღევანდელ გლობალურ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა და ურთიერთობები ყველა იმ აქტორთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკაში.
„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.