ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარიზში მიმდინარე კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო სამივე მიღებულ დეკლარაციას შეუერთდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის ამ გლობალურ დისკუსიებში მონაწილეობა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი
მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტიიმედინიუსი

დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი დასაწყისი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საკითხებზე პარიზში მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე საუბრისას.

„ეს არის ის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის და არა მარტო ევროპული უსაფრთხოებისთვის,ზოგადად, გლობალური უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის.

ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობა, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი.

დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი საწყისი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, გუშინ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

პარიზში 120 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატია, მათ შორისაა ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში, პირადად პრეზიდენტმა მაკრონმა მიიწვია.

მასშტაბური ღონისძიება, რომელზეც მეცნიერების, კვლევების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავენ, ემანუელ მაკრონის პატრონაჟით და გერმანიის თანაინიციატივით იმართება.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.