ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე მიღებულ 3 დეკლარაციას. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტს ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომლებიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამიტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს კოსმოსში საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, განსაკუთრებით თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, დღეს კოსმოსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ავტონომიასთან და სწორედ ამიტომ სამიტის ოფიციალური მიმართულებებია კოსმოსური ეკონომიკა, მეცნიერება, კვლევა და უსაფრთხოება.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ევროპული ავტონომიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მისი შეფასებით, სატელიტური კომუნიკაცია, ნავიგაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ევროპული სუვერენიტეტის ნაწილია.

სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კოსმოსი მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის. ის უკვე ევროპის ეკონომიკური ძალის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს საკუთარი საიმედო წვდომა კოსმოსზე და საკუთარი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციები, ნავიგაცია და დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობები.

კოსმოსის პირველ საერთაშორისო სამიტში 90 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მონაწილეობდნენ.

სამიტის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.