ნატოს მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მოსამზადებელი წვრთნები ჩაშალეს - Reuters
ნატოს მოკავშირეებმა არქტიკულ წყლებში რუსული წყალქვეშა ნავების საიდუმლო წვრთნები ჩაშალეს, რომელთა მიზანიც კრიტიკული წყალქვეშა კაბელების დაზიანების სიმულაცია იყო.

ზაფხულში, არქტიკის ღრმა წყლებში, შორეულ სვალბარდის არქიპელაგთან ახლოს, ნატოს მოკავშირეებმა აღმოაჩინეს რუსული წყალქვეშა ნავები, რომლებიც საიდუმლო იარაღის გამოსაყენებლად წვრთნებს ატარებდნენ.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთი წვრთნებს ისეთი საიდუმლო იარაღის გამოსაყენებლად ატარებდა, რომელსაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა კაბელების დაზიანება კვალის დატოვების გარეშე შეუძლია.
Reuters-ს ორმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ეს ფარული რუსული ოპერაცია მოსკოვის წყალქვეშა საომარი მოქმედებების სამმართველო GUGI-ის მიერ განხორციელდა. ოპერაციის ფარგლებში, მოწინავე და დამანგრეველი ტექნოლოგიის გამოყენების სიმულაციისთვის, რუსეთმა ღრმაწყლოვანი წყალქვეშა აპარატები გამოიყენა.
ანონიმურობის პირობით, ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ერთობლივი ოპერაციის დროს, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ ზღვაში რუსული გემები დააფიქსირეს და მოქმედების საშუალება შეუზღუდეს, რის შედეგადაც გემებმა წვრთნების დასრულება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ტერიტორია დატოვეს.
მედიის ინფორმაციით, აპრილში, დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ მათ არქტიკულ წყლებში რუსეთის ფარული ოპერაცია გამოავლინეს. თუმცა, ახალი იარაღის აღმოჩენის, ოპერაციის ადგილმდებარეობისა და აშშ-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა.
ღრმა წყლებში ეს დაპირისპირება იმ ფონზე ხდება, როდესაც დასავლეთის ზოგიერთი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი შიშობს, რომ კრემლი ევროპაში დივერსიულ ოპერაციებს ააქტიურებს და ნატოსთან შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.