რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 1 502 390 ცოცხალ ძალას და სხვადასხვა ტექნიკას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის დანაკარგებზე ბოლო მონაცემები 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განახლებულა. მხარეების მიერ გავრცელებული მონაცემების გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 502 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 339 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 305 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 49 452 ერთეული [+69]
MLRS – 2 107 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 618 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 508 205 ერთეული [+2 017]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 550 ერთეული [+16]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 146 621 ერთეული [+613]
სპეცტექნიკა – 4 650 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 103 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ევროკავშირმა თანხმობა გასცა უკრაინისთვის 3,2 მილიარდი ევროს ღირებულების Patriot-ის რაკეტების შესყიდვაზე.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.