თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
თიბისის გენერალური მხარდაჭერითა და BTU-ის ინიციატივით შექმნილი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებს აცხადებს. როგორც ჰაბის ხელმძღვანელი გიორგი მანდარია აცხადებს, პროგრამა ახალგაზრდებს საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებაში დაეხმარება.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის მთავარი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
ჰაბის ფარგლებში, ახალი თაობისთვის, 2026 წლის ბოლომდე სულ სამი მიმართულებით გამოცხადდება სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის პირველია “დაპროგრამების საფუძვლები (C++)”, რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წლის ბოლომდე კი მოზარდებს ასევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ: დაპროგრამების საფუძვლების (Python) და „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსებზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი დეტალი.
“კურსების მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა ორივე მიმართულებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ პროცესში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში საკუთარი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე გამოცადონ” – გიორგი მანდარია ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.