ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი

ხელი მოეწერა ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის ზღვისპირა ზონას განტვირთავს და შუა დერეფნის ნაწილი იქნება. პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი
საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანიPOSTV

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის – ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისა და პროექტის განსაზღვრული ვადებისა და შესაბამისი ხარისხით შესრულების საკითხები განიხილეს.

„ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიანგ ჰონგჯუნმა.

ბათუმი–სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება.

პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6 კმ-იანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. ასევე მოეწყობა ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა. ბათუმი-სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი, ქვეშეთი-კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.

ახალი გზის დასრულების შემდეგ საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება. შედეგად, მნიშვნელოვნად განიტვირთება არსებული გზა და საკურორტო ზონა, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოება და გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები.

პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ.

ბათუმი-სარფის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაგისტრალის სრულად ჩამოყალიბებისა და შუა დერეფანში საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.