ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური

ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია და ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს განცხადება საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მოჰყვა.

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკურიPOSTV

“გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა”, – იუწყება „POLITICO“.

„რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი“, – აღნიშნა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

„კვალიფიციური ხელოსნებიდან ყოველ მეექვსეს უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. თუ იმ ადამიანებს, ვინც გერმანიაში მუშაობს, კვლავ მოუწევთ ქვეყნის დატოვება იმის გამო, რომ თქვენ „რემიგრაციას“ უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიაში ხელოსნობის სფერო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. ვერცერთი მოხუცთა თავშესაფარი ვერ იფუნქციონირებს, ვერცერთი საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას გერმანიაში და ვერცერთი რესტორანი შეინარჩუნებს თავის ბიზნესს. სწორედ ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი“, – დასძინა მან.

მერცმა ასევე აღნიშნა: „თქვენ იმ პრობლემის ნაწილი ხართ, რომლის წინაშეც გერმანია დგას, და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეგიშალოთ ამ გზის გაგრძელებაში“.

კანცლერის ეს განცხადება საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოჰყვა. AfD, რომელიც ახლა ყველაზე პოპულარული პარტიაა გამოკითხვებში, პირობას დებს, რომ 2029 წლისთვის დაგეგმილი მორიგი ეროვნული არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.