ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი

საქართველოში ბათუმი-სარფის 11-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა იწყება, რომლის საერთაშორისო ტენდერშიც ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და მისი დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის მიერ ხორციელდება 350 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით.

"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრირუსთავი 2

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საერთაშორისო ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა.

"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. პრაქტიკულად, ბოლო ნაწილი - ბათუმი-სარფის მონაკვეთი მნიშვნელოვანია თავისი საინჟინრო გადაწყვეტითაც, ასევე, ინვესტიციის მოცულობით. აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, თანხა მოზიდულ იქნა აზიის განვითარების ბანკისგან, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება და ამ მიმართულებით საქართველო აგრძელებს ძალიან აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალური, თუ რეგიონული პროექტის დაფინანსების მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.