ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ ჩინეთში გამართულ კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის, ახალი ტექნოლოგიების რეგულირებისა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს და შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე დელეგაციის 350-მა წარმომადგენელმა - მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების 21-მა ხელმძღვანელმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტეროროზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მიუკერძოებელი სტანდარტების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება. აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი ტექნოლოგიების რეგულირების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მმართველობის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიების დასასრულს, მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი:„გლობალური კონტრტერორისტული სამოქმედო გეგმა (2026)“.

კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კონტრტერორიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე დაბალანსებული და მდგრადი თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
  2. რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
  3. რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.