ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს

ბუნდესტაგში კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერ ალის ვაიდელს შორის დაპირისპირება მოხდა. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებაში, სამხედრო პროპაგანდის გავრცელებასა და მიგრაციულ პოლიტიკაში დაადანაშაულა, და აღნიშნა, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია.

ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურსიმედინიუსი

ბუნდესტაგში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე, დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც.

მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია და ხალხს ცვლილებები სურს.

„თქვენ ვერ გაიაზრეთ საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლების გზავნილი. „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია. ხალხს ცვლილებები სურს. ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს რუსეთთან და მათთან ურთიერთობის ბოლო ხიდსაც წვავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გადაფაროთ საკუთარი კატასტროფული პოლიტიკური მემკვიდრეობა. სჯობს ყურადღება სამშვიდობო პროცესის წინსვლაზე გაამახვილოთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ დამღუპველი ენერგოპოლიტიკა და დავუბრუნდეთ ბირთვულ ენერგიას. ამისთვის, ასევე, გვჭირდება იაფი რუსული გაზი. ჩვენ გვჭირდება რეფორმები და ეკონომიკური წინსვლა. კვირაში ერთხელ 1 მილიარდი ევრო მიდის გერმანიიდან ბრიუსელში. უკან მხოლოდ ამის მცირედი ბრუნდება. მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ ევროკავშირში ჩვენი გადასახადი. ფულის უკან დაბრუნება გვსურს“, - განაცხადა ალის ვაიდელმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.