BBC - დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა
დიდ ბრიტანეთში საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემაში არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო, ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. NATS-ის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა და გამოძიების დაწყება დააანონსა.

დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო ორი დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ფრენების გაუქმების მიზეზი საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემა NATS-ში არსებული ტექნიკური გაუმართაობა იყო.
სამშაბათს, 8 სექტემბერს, დაგეგმილი 5 800 რეისიდან 1 700-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
დღეს, დილიდან კი 291 რეისი გაუქმდა, რაც დაგეგმილი 5 869 რეისის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.
როგორც გამოცემა წერს, ჩვეულებრივ დღის გამავლობაში ეს მაჩვენებელი 1-2%-ია.
NATS-ის ხელმძღვანელმა, მარტინ როლფმა ბოდიში მოიხადა, რადგან ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას „იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იმედოვნებდა“ და პირობა დადო, რომ შეფერხების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყება.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.