ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ატარებს. პროექტი ჯამში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებსინტერპრესნიუსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ჯამში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ახლით შეიცვლება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელები.

„რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა 3,6 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების და 1,3 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები, ამასთან, უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული და საკვანძო ჭები. ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დღეს, 9 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ, მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. პროექტის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის საიმედოობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.