ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარია

იაგო ხვიჩიამ გია ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეაფასა და ის პოლიტპატიმარად გამოაცხადა. მისი თქმით, პოდკასტში ნათქვამი სიტყვების გამო სამშობლოს ღალატის მუხლით ადამიანის გასამართლება უპრეცედენტოა.

იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარია
იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარიანეტგაზეთი

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გია ბარამიძეს პოლიტპატიმარს უწოდებს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას სრულ აბსურდად აფასებს. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 32 წლის წინანდელ მოვლენებზე პოდკასტში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება მსოფლიო მართლმსაჯულების პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენაა.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, საბოტაჟი არის ქმედება, რომელსაც კონკრეტული კომპონენტები, მათ შორის, წინასწარი შეთანხმება, მიღებული სარგებელი და კონკრეტული დაზარალებული სჭირდება. მოცემულ საქმეში კი, მისი თქმით, დაზარალებულები აბსტრაქტულად არიან განსაზღვრულნი, მაგალითად, ვეტერანების ღირსება, ჯარის რეპუტაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვეტერანების მხრიდან ბოდიშის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო, თუმცა ადამიანის დაჭერის მოთხოვნა თავად ვეტერანების სახელის შეურაცხყოფაა.

„თუ ვინმე ვეტერანების ღირსებას ეჭვქვეშ აყენებს, ეს სწორედ ის ორგანოა, რომელმაც ვეტერანებს ეს უმსგავსო საქციელი ჩაადენინა. თუ დადასტურდა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები (კობა კობალაძე და კობა ლიკლიკაძე) თანამებრძოლის დაჭერას ითხოვენ მისი ცუდი ან უპასუხისმგებლო სიტყვების გამო, ეს ვეტერანების ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ხვიჩია მკაცრად აკრიტიკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აცხადებს, რომ ამისთვის არცერთი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა. მისი არგუმენტით, “მტკიცებულება” ანუ ბარამიძის მიერ ნათქვამი სიტყვა უკვე საჯარო იყო და მისი განადგურების საფრთხე არ არსებობდა; ბრალდებული არ მიმალულა და დანაშაულის გაგრძელების რისკიც არარეალურია.

პოლიტიკოსი სასამართლო სისტემას პოლიტიკური სისტემის დანამატს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს.

„ამ ქვეყანაში ერთადერთი მოსამართლე არსებობს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს პროკურორი და მოსამართლე არაფრით განსხვავდება საჯარო რეესტრის რიგითი თანამშრომლისგან. მინდა ვთხოვო მთავარ მოსამართლეს, რომ ამ საქმეს პირადად გაეცნოს. არ მგონია, რომ ის პიროვნულად ისეთი პატარა ადამიანი იყოს, რომ გია ბარამიძეზე გაბრაზების გამო შურისძიება უნდოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია ხაზს უსვამს მედიისა და ავტორების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მისი თქმით, ისტორიულ თემებზე გადაცემების კეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს.

„მე ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო ჩემი რესპონდენტის დასაცავად, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის. მან შეიძლება იცრუა, შეიძლება არასწორი აღქმა ჰქონდა, შეიძლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა ან სისულელე თქვა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო სამშობლოს მოღალატე ვერ იქნება. არ შეიძლება ეს ვუწოდოთ ქმედებას, რომელსაც არავისთვის მიუყენებია არსებითი ზიანი“, – აღნიშნა ხვიჩიამ და დასძინა, რომ მსგავსი პრეცედენტები ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და ისტორიულ თემებზე ღია დისკუსიას საფრთხეს უქმნის.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.