ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პეტრე მამრაძე: „არ არის გამორიცხული, უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან გამოჩნდა, რომ ზელენსკი

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ უკრაინაში შესაძლოა მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი კონტროლს კარგავს. მამრაძის თქმით, ვითარებას ართულებს მძიმე ზამთარი, კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და საკადრო ცვლილებები, კერძოდ ფედოროვისა და სირსკის გარშემო განვითარებული მოვლენები.

პეტრე მამრაძე: „არ არის გამორიცხული, უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან გამოჩნდა, რომ ზელენსკი
პეტრე მამრაძე: „არ არის გამორიცხული, უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან გამოჩნდა, რომ ზელენსკიPOSTV

„არ არის გამორიცხული, უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან გამოჩნდა, რომ ზელენსკი კონტროლს კარგავს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა.

„ისმის კითხვა: როდის და როგორ დასრულდება ეს ომი? ერთის მხრივ, რაღაც შეიძლება მოხდეს რუსეთში, ან შეიძლება – კიევში. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ არცერთ ექსპერტს და არც ინსტიტუტს არ უკვირს, თუნდაც ომის შესწავლის ინსტიტუტს, რომ ომი შეიძლება კიდევ მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდეს. ამის რესურსები არსებობს და მთავარი კითხვა ისაა, აიტანს თუ არა ხალხი უკრაინაში მოსალოდნელ ცივ ზამთარს.

არ არის გამორიცხული, უკრაინაში მასობრივი გამოსვლები დაიწყოს, რადგან გამოჩნდა, რომ ზელენსკი კონტროლს კარგავს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მაშინ, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ფედოროვი, რომლის სახელსაც მართლაც დიდი წარმატებები უკავშირდებოდა: ამერიკელებთან ურთიერთობა, მათ შორის მასკთან, შორ მანძილზე უზუსტესი დრონებით იერიშები და კორუფციასთან ბრძოლა თავდაცვის სისტემაში.

ზელენსკიმ ფედოროვი კი მოხსნა, მაგრამ როცა ატყდა ერთი ამბავი და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, თავიდან სირსკის იტოვებდა მთავარსარდლად – კაცის, რომლის ოჯახიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოსკოვთან ახლოს, რუსეთში ცხოვრობდა და ცხოვრობს (დედაც, მამაც და ძმაც), და მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ეს ფაქტი საღი აზრის მქონე ადამიანისთვის. მერე უკვე ხალხის ამბოხის გამო ზელენსკი იძულებული გახდა სირსკიც გაეშვა, თუმცა არც ფედოროვი დაუბრუნებია.

მოგეხსენებათ, როგორი დაპატიმრებები მიდის. უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მართლა დამოუკიდებელია ზელენსკისგან და, პირდაპირ ვიტყვი, მისი „ბანდისგან“. ისინი ასე თუ ისე წინ მიიწევენ და კორუმპირებულებს აპატიმრებენ. შესაბამისად, ვითარება უაღრესად რთულია, განსაკუთრებით „ადამიანებზე ნადირობის“ სფეროში. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე კადრები ვრცელდება ყოველდღიურად – თან ნადირობენ იმათზე, ვინც ძალიან დიდი ქრთამი ვერ გადაიხადა. მოკლედ, ვითარება მძიმეა.

აქედან გამომდინარე, რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა ძირითადად ჟღერს ისეთი პროგნოზები, რომ უკრაინას აქვს შანსი, არ ჩამოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გაუძლებს ამ ზამთარს და მაისამდე, დათბობამდე მიაღწევს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.