ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკას

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო არ არის სამხედრო ალიანსის წევრი და არ იცავს ბირთვული ქოლგა, რის გამოც ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის სრული გაზიარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

"საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკას
"საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2

საქართველო არ არის სამხედრო ალიანსის წევრი და არ იცავს ბირთვული ქოლგა, რის გამოც რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის სრული გაზიარება ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

სამხარაძის განმარტებით, 2022 წლამდე ევროპელი პარტნიორები თბილისს თავად მოუწოდებდნენ ესკალაციის თავიდან არიდებისკენ:

"ჩვენთვის გასაგებია, რომ ევროკავშირი დღეს არის საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებში რუსეთთან და ევროკავშირს სურს, რომ ჩვენ მათი პოლიტიკა გავიზიაროთ რუსეთთან მიმართებაში. ამაში ახალი და მოულოდნელი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და ასევე ევროპელებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის არც სამხედრო ალიანსის წევრი, საქართველოს არ იფარავს არც რაიმე ბირთვული ქოლგა და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსული შეიარაღებული ძალები ჩვენგან დაახლოებით 35-40 კილომეტრში დგანან.

შესაბამისად, ის, რომ ჩვენგან ითხოვენ, რომ მოვიქცეთ, როგორც იქცევა მაგალითად რუმინეთი, ესტონეთი ან ნებისმიერი სხვა, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აპრიორი არის არასწორი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ევროკავშირს სურს, რომ საქართველო იხილოს მის მომავალ წევრად, მაშინ ევროკავშირი პირიქით, ჩვენ უნდა გვეუბნებოდეს, რომ შეეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ ესკალაციაში. რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყოველთვის ევროკავშირის გზავნილი ჩვენს მიმართ იყო ის, რომ შეეცადეთ არ შეხვიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, დაწიეთ ტონი, დაწიეთ ესკალაციის მასშტაბი. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წლამდე, დახურულ კარს მიღმა თუ ღია საუბრებში ასეთი მოწოდებები ისმოდა ევროკავშირისგან.

ახლა 2022 წლის მერე სიტუაცია შეიცვალა, ევროკავშირისთვის შეიცვალა სიტუაცია რუსეთთან დამოკიდებულებაში, თუმცა საქართველოსთვის არც რუსეთთან დამოკიდებულებაში არ შეცვლილა სიტუაცია, იმიტომ, რომ ჩვენ იგივე ვითარება გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რაც გვქონდა 2022 წლამდე და რაც გვქონდა მაშინ, როდესაც ევროპელები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ესკალაციაში," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.