ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოში სისტემური რუსოფობია არ არსებობს და საქმე გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილ ანტირუსულ განწყობებთან. მისი შეფასებით, „რუსოფობია“ არის პროპაგანდისტული ტერმინი, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დროთა განმავლობაში აქტუალობას დაკარგავს.

რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები - პაატა ზაქარეიშვილი
რუსოფობია არ არსებობს საქართველოში, არსებობს ანტირუსული განწყობები - პაატა ზაქარეიშვილირუსთავი 2

"საქართველოში არ არსებობს რუსოფობია სისტემური ხასიათის, ანუ მას ვერ ექნება ანატომია, აგებულება. საქართველოში არის მკაფიო გამოკვეთილი ანტირუსული განწყობები, რომლის ნაწილი შეიძლება იყოს რუსოფობია და არის კიდევაც", - ამის შესახებ გადაცემა "დებატებში" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ანტირუსული განწყობების რუსოფობიად მოხსენიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ფობია რაიმეს მიმართ გაუცნობიერებელ შიშს გულისხმობს და მიიჩნევს, რომ "რუსოფობია" პროპაგანდისტული ტერმინია, რომელსაც საზოგადოებაში რეალური საფუძველი არ აქვს. მისივე შეფასებით, აღნიშნული ტერმინი დროთა განმავლობაში დაკარგავს აქტუალობას.

"საქართველოში არ არსებობს რუსოფობია სისტემური ხასიათის, ანუ მას ვერ ექნება ანატომია, აგებულება. საქართველოში არის მკაფიო გამოკვეთილი ანტირუსული განწყობები, რომლის ნაწილი შეიძლება იყოს რუსოფობია და არის კიდევაც... ჩემი აზრით, რუსოფობიით დაწყება ანტირუსული განწყობებისა, ეს არის შეგნებულად, პირველ რიგში, "რუსთავი 2-ის" მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.

ფობია არის გაუაზრებელი, გაუთვითცნობიერებელი შიში რაღაცის მიმართ და ჩვენ ახლა დღეს ვიმყოფებით ამ ტერმინის დაბადებაზე, ან ამ ტერმინის განადგურებაზე და იმედია, რომ, ამ გადაცემის შემდეგ, დისკუსია განვითარდება საზოგადოებაში და ეს პროპაგანდისტული ტერმინი ისევე მოკვდება, როგორც მოკვდა თავის დროზე, რომ "გარეჯი საქართველოა", რომელიც აბსოლუტურად იყო უაზრობა, ხელოვნურად შემოგდებული და როგორც კი თავისი ფუნქცია შეასრულა, ასე წმინდა საქმემ, გარეჯმა, უცებ დაკარგა თავისი ფუნქცია. მილიონჯერ ჩამოვიდა მას შემდეგ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა საქართველოში, ჩვენი ხელმძღვანელობა ჩასული იყო ბაქოში და არასდროს აღარ ულაპარაკიათ გარეჯზე, საჯაროდ ეს არ გაგვიგია. იყო პროპაგანდისტული ტრიუკი, ისეთივე პროპაგანდისტული ტრიუკი, იმედია, არის "რუსოფობია" და, საბოლოო ჯამში, დაუბრუნდება თავის რეალურ ბუდეს", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.