ფაქტები არის ყველაზე მარტივი ილუსტრაცია იმისა, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ფაქტებით საუბარი, რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება? - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "დებატებში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელისუფლების საქმიანობა შედეგებით უნდა შეფასდეს. მან გაიხსენა 2008-2012 წლების პერიოდი და წინა ხელისუფლების ქმედებები, მათ შორის ლარსზე რუსი ტურისტებისა და ბიზნესმენების დახვედრა, ასევე რუსეთის მიერ ტერიტორიული და ეკონომიკური ექსპანსია. კობახიძის თქმით, 2012 წლიდან მსგავსი ეკონომიკური გარიგებები აღარ მომხდარა.

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით, იმიტომ, რომ ფაქტები არის ყველაზე მარტივი ილუსტრაცია იმისა, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ფაქტებით საუბარი, რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "დებატებში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია პრორუსულობაზე, უნდა შეფასდეს შედეგებით, ამიტომ, პრემიერმა კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
"ჩვენ გვახსოვს ფაქტები ლარსზე, როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი და ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფილები ამ ქვეყანაში? - მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ლარსზე, ხან ყვავილებით, ხან 1 000 რამით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს და მათი მთავარი რუსოფობები, და გვარებს ჩამოგითვლით ვისზეა საუბარი - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, ფულს უნია როდის და ასე შემდეგ და ეს, მათ შორის, საქმითაც იყო გამოხატული და კიდევ ერთი რამე მინდა შეგახსენოთ. როდესაც საუბარია პრორუსულობაზე, ამასაც შევეხები ძალიან მოკლედ, ზოგადად, ხომ ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეფასდეს შედეგებით და მე ახლა შედეგებით მინდა ვცადო იმის წარმოდგენა, თუ ვინ შეიძლება შეფასდეს პრორუსულად და ვინ არა, ხელისუფლებაზე როცაა საუბარი და მოდით ორი ხელისუფლება ერთმანეთს შევადაროთ. და რა შედეგი მიიღო რუსეთმა საქართველოში 2004-12 წლების განმავლობაში? - ეს იყო, პირველ რიგში, ტერიტორიული ექსპანსია. თქვენ იცით, რომ ვიდრე მოხდებოდა 2008 წლის ომი, საქართველო დე ფაქტოდ აკონტროლებდა აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, კოდორის ხეობას და რეალურად აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, მათ შორის მთლიანად ახალგორის მუნიციპალიტეტს და, ასევე, ლიახვის ხეობის ძალიან დიდ ნაწილს. რუსეთმა მოახერხა ტერიტორიული ექსპანსია, ტერიტორიების გაფართოება საქართველოს ტერიტორიაზე, კონტროლის გაფართოება დე ფაქტო კონტროლის გაფართოება და შემდეგ ამას მოჰყვა ე.წ. აღიარება, რაც იყო კიდევ ერთი დარტყმა ჩვენთვის და მეორე - ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია. თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენიმე ათეული კომპანიის ჩამონათვალი, ეს სია არაერთხელ გამოქვეყნდა. საუბარია ჰესებზე, ენერგეტიკულ კომპანიებზე, სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი ფორმით რუსულმა კომპანიებმა, მათ შორის, სახელმწიფო კომპანიებმა შეიძინეს საქართველოში. 2012 წლიდან - ნული ასეთი ფაქტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.