ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გეკა გელაძეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ხოლო ახალ ხელმძღვანელად წარდგენილ თამაზ ბორაშვილს წარმატება მიულოცა.

ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ
ირაკლი კირცხალია: მთელი ჩემი გუნდის სახელით, მინდა, დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართრუსთავი 2

პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიამ წარმატება უსურვა გეკა გელაძეს და თამაზ ბორაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის უფროსად წარადგინა.

"გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.