ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის პოლიტიკა დადებითად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და ექსპორტის ზრდაზე. მისი თქმით, აგვისტოში ექსპორტის თითქმის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვის ჭრილში ზრდამ 22% შეადგინა.

"ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს თვე რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩევა - ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით თითქმის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე 22%-იანი ზრდა არის 8 თვის ჭრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს კომპლექსურ მიდგომაზე, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება მეწარმეობის მხარდაჭერა სხვადასხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტებით. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა. კაპიტალის ბაზარი, მისი განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გასული წლის განმავლობაში 1,6 მილიარდი ლარის ემისიები განხორციელდა, სადაც თითქმის ნახევარი გამოშვებების მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით მოხდა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასევე აქტიურობით გამოირჩეოდა 2025 წელი.
"საერთაშორისო გამოფენებში კერძო სექტორის მონაწილეობის თვალსაზრისით, სახელმწიფომ უზრუნველყო 70-ზე მეტი მეტ გამოფენაში კომპანიების მონაწილეობა მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ერთობლიობაში ეს ღონისძიებები იძლევა იმ შედეგს, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მისასალმებელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე 2026 წელსაც ნარჩუნდება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
- როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
- როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.