ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

თურქეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი აგვისტოში წლიურად 31.51%-ით გაიზარდა, რაც ბაზრის მიერ პროგნოზირებულ 31.62%-იან ნიშნულზე დაბალი აღმოჩნდა, ანუ ინ...

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?
თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?BM.GE

თურქეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი აგვისტოში წლიურად 31.51%-ით გაიზარდა, რაც ბაზრის მიერ პროგნოზირებულ 31.62%-იან ნიშნულზე დაბალი აღმოჩნდა, ანუ ინფლაცია შენელდა.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ 52%-იან მაჩვენებელთან შედარებით ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, რაც უწყების მიერ გატარებული პოლიტიკით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი 37%-ია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

განახლებული ეკონომიკური სტატისტიკის პარალელურად, თურქეთის მთავრობამ 2027–2029 წლების პროგრამა წარადგინა, რომელიც 2029 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის $2.2 ტრილიონამდე გაზრდას, 2.1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე დაყვანას ისახავს მიზნად.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2026 წელს მოსალოდნელი 3.3%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მშპ-ის მატება 2027 წელს 4.2%-ს მიაღწევს, 2028 წელს 4.6%-მდე გაძლიერდება, ხოლო პროგრამის ბოლოს 5%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

არსებული პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ეროვნული შემოსავალი $1.8 ტრილიონს გადააჭარბებს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $20 000-იან ზღვარს პირველად გადააბიჯებს, ხოლო 2029 წლისთვის საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ჯამური მოცულობა $450 მილიარდამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობის პროგნოზი სრულად ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციის დამარცხებას მართლაც შეძლებს. ცხადია, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ზემოხსენებული ეკონომიკური გეგმა მორიგ ოცნებად დარჩება, როგორიც თურქეთს ბოლო წლებში არაერთი უნახავს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.