ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ბუფორის და ალი თაჰერის ქედზე „ჰეზბოლას“ უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გაანადგურეს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ლიბანის უსაფრთხოების ზონაში ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებასა და საფრთხეების მოხსნას გააგრძელებს, ხოლო თავდასხმის განმეორების შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს მიაყენებს.

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰურუსთავი 2

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ლიბანის უსაფრთხოების ზონაში "ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას გააგრძელებენ".

"ჩვენ გავანადგურეთ უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე ბუფორის და ალი თაჰერის ქედზე. ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა: გავაგრძელებთ ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას ლიბანის უსაფრთხოების ზონაში და მოვხსნით ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებულ ნებისმიერ საფრთხეს", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთი გაფრთხილება გასცა და აღნიშნა, რომ, თავდასხმის განმეორების შემთხვევაში, ისრაელი კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს მიაყენებს.

"თუ გაკვეთილი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეთ და გადაწყვეტთ, რომ ისევ თავს დაგვესხათ - კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს მიიღებთ. სამუშაო ჯერ კიდევ ბოლომდეა მისაყვანი და, ღვთის შეწევნით, ჩვენ ამას დავასრულებთ", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
  2. რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
  3. რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.