ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას, რომლის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“, 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნაინტერპრესნიუსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, (GCCA) თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

აღინიშნება, რომ GCCA 2026/2027 წლებში ICPEN ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს.

კონფერენცია 3 დღის განმავლობაში იმუშავებს მომხარებელთა უფლებების სფეროში არსებულ აქტუალ საკითხებზე და განსაზღვრავს ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. კონფერენციას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები.

დელეგატებს სიტყვით მიმართა GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ, ეფექტიანი მექანიზმების განვითარებისა და ციფრულ ეპოქაში ნდობის შენების მნიშვნელობაზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ, ერთად ვიმსჯელოთ მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა.

დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას სწრაფად ცვლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ციფრული გარემოს უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, კონფერენციის მთავარი გზავნილი - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ - განსაკუთრებით აქტუალურია”, - აღნიშნა ლექვინაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ: UNCTAD-ის კონკურენციისა და სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ლანგი, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორი ემა კოჰრეინი, შვედეთის მომხმარებლის უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქრისტოფერ იოჰანსონი, იტალიის კონკურენციის სააგენტოს უფროსი ექსპერტი ანტონიო მანჩინი.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age).

15-17 სექტემბერს კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა გაგრძელდება, რომელიც თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს მოიცავს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.