ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის გახსნას „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები დაესწრნენ

ქარელში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის ეზოში, ამავე სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომლის ინიციატორიც დეკანოზი ვიტალი ღვინიაშვილია. სკოლაში, რომელიც მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით შეიქმნა და სადაც სწავლა უფასოა, ბავშვები შეისწავლიან ხატწერას, ხელსაქმეს, ქართულ ცეკვასა და გალობას. გახსნის ღონისძიებას „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები დაესწრნენ.

ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის გახსნას „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები დაესწრნენ
ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის გახსნას „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები დაესწრნენინტერპრესნიუსი

ქარელში, წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის ეზოში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა.

კოალიციის ინფორმაციით, სკოლის გახსნის ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ „ძლიერი საქართველო–ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები.

ამავე ცნობით, სკოლის შექმნის ინიციატივა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ვიტალი ღვინიაშვილს ეკუთვნის. სკოლის მიზანია, ბავშვებისთვის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობა და იმ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, რომელიც თაობიდან თაობას საუკუნეების განმავლობაში მოჰყვება.

პრესსამახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხატწერა, ხელსაქმე, ქართული ცეკვა და ქართული გალობა. შემოქმედებით და საგანმანათლებლო გარემოში ისინი არა მხოლოდ ახალ უნარებს შეიძენენ, არამედ უკეთ გაეცნობიან ქართულ კულტურას, სულიერ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ტრადიციებს

სკოლის დამფუძნებლების განცხადებით, საკვირაო სკოლის იდეა ეფუძნება რწმენას, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაძლიერება ბავშვობიდან იწყება - საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობითა და სიყვარულით. „ქართული ცეკვა, გალობა, ხელოვნება და ხალხური ხელსაქმე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

„სკოლის სახელწოდებაც სიმბოლურია. ანთიმოზ ივერიელი ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა, რომლის საქმიანობამ საქართველოს საზღვრებს გასცდა და ქართული კულტურის მნიშვნელობა ევროპულ სივრცეშიც წარმოაჩინა.

ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა ქარელში მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით გაიხსნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.