ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და ევროკავშირთან ურთიერთობები.

მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართარუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.