ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. მანამდე ის საგარეო საკითხებში მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტი, განათლება მიღებული აქვს კავკასიის, ბოლონიის, ლაიფციგისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა TikTok ანგარიში „ფუკოს ქანქარა“, ზეიმობდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას და მხარს უჭერს საქართველოს „3+3“ ფორმატში ჩართვას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.
ის სხვადასხვა დროს საგარეო საკითხებში მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა.
„ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში — პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი“, — ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუკა ეხვაიას Tik-Tok-ზე ჰქონდა ანგარიში „ფუკოს ქანქარა“. ის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას ზეიმობდა. ლუკა ეხვაია, ასევე, მომხრეა საქართველოს „3+3“ ფორმატში ჩართვის.
გამოცემა BMG-ის მიერ ყაველაშვილის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ლუკა ეხვაიას ხელფასი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე 6 424 ლარი იყო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.