,, რა სახელმწიფო უსაფრთხოება, დიდი ხანია ეს სამსახური ძირითადად ერთი კაცის და ერთი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნავს” – ზვიად ტომარაძე
ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის წელიწადნახევარში 4 ხელმძღვანელის შეცვლა ცუდია მენეჯმენტისთვის. მისი თქმით, სამსახური ერთი კაცისა და ერთი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, თუმცა დადებითია, რომ მინისტრი კარიერულად დაწინაურდა.

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,ნებისმიერ სამსახურს, როდესაც წელიწადნახევრის მანძილზე 4 ხელმძღვანელს უცვლი არის ძალიან ცუდი, როგორც მენეჯმენტისთვის, ასევე სამსახურის გამართული მუშაობისთვის, მით უფრო, როცა საუბარი გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, თუმცა რა სახელმწიფო უსაფრთხოება, დიდი ხანია ეს სამსახური ძირითადად ერთი კაცის და ერთი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნავს… ერთადერთი ამ საქმიდან დადებითი ის არის, რომ როგორც იქნა (პირველად) მინისტრი კარიერულად დაწინაურდა და არ დანიშნეს გარედან სხვა პროფესიის ადამიანი…“
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.