ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის შვეიცარიის ეუთო-ს თავმჯდომარეობა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან შეხვედრა გამართაინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო შვეიცარიის ეუთო-ს თავმჯდომარეობასა და ორგანიზაციის როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.