ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება

Silk Bank-მა და სითი მოლმა მომხმარებლებისთვის სექტემბრის ერთობლივი შეთავაზება მოამზადეს. 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ ობიექტში, მერე ბარათით შეძენილი ნივთის ან სერვისის ღირებულება 12 თვეზე, ეფექტური 0%-ით განაწილდება.

მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზებაინტერპრესნიუსი

სექტემბერი ბევრი ჩვენგანისთვის ახალი ეტაპის დასაწყისთან ასოცირდება. ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ ერთდროულად არაერთი საჭიროება ხდება აქტუალური: ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება, გარდერობის სეზონური განახლება, ტექნიკის შეძენა, სახლისთვის საჭირო ნივთების დამატება თუ ყოველდღიური რუტინის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

როცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი ერთ პერიოდს ემთხვევა, მათი ერთბაშად დაფარვა თვის ბიუჯეტზე საგრძნობლად აისახება. სწორედ სექტემბრისთვის Silk Bank-მა მერე ბარათისა და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მოამზადა, რომელიც საჭირო შენაძენების ღირებულების უფრო ხანგრძლივ პერიოდზე განაწილების შესაძლებლობას იძლევა.

14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ ობიექტში მერე ბარათით შეძენილი ნივთის ან სერვისის ღირებულებას 12 თვეზე გაანაწილებ, ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

შეთავაზება განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის შენაძენი გაქვს დაგეგმილი. მაგალითად, შეგიძლია შეიძინო ახალი სეზონისთვის საჭირო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, კოსმეტიკა, სახლის ნივთები, სპორტული პროდუქცია ან ისარგებლო სითი მოლში წარმოდგენილი სხვადასხვა სერვისით და მთლიანი ხარჯი ერთ თვეში არ დაფარო.

12-თვიანი განაწილება საშუალებას გაძლევს, შედარებით დიდი ან რამდენიმე სხვადასხვა შენაძენის ღირებულება თანაბრად გაანაწილო. ამგვარად, საჭირო ნივთების შეძენა კონკრეტულ მომენტში შეგიძლია, გადახდას კი ეტაპობრივად გააგრძელებ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამასთან, შენაძენს დამატებითი ხარჯები არ ემატება და პირობები ეფექტურ 0%-ს ითვალისწინებს.

აქციის ფარგლებში კონკრეტული ბრენდის ან კატეგორიის შერჩევაც არ გიწევს. შეთავაზება სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ ობიექტში მოქმედებს, რაც საშუალებას გაძლევს, ერთ სივრცეში სხვადასხვა საჭიროების ნივთები შეიძინო.

სითი მოლში 400-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი მოდის, სილამაზის, სპორტის, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო ნივთების, კვების, გართობისა და ყოველდღიური მომსახურების მიმართულებით. შესაბამისად, შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ყოველდღიური საჭიროებების, ისე შედარებით მნიშვნელოვანი შენაძენების შემთხვევაში.

მერე ბარათი Silk Bank-ის საკრედიტო ბარათია, რომელზეც მომხმარებელს 50-დან 30 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება შეუძლია. მისი გამოყენებით შენაძენის ღირებულების რამდენიმე თვეზე განაწილებაა შესაძლებელი, რაც თვის ხარჯების წინასწარ დაგეგმვასა და ბიუჯეტის უფრო მოქნილად მართვაში გეხმარება.

თუ მერე ბარათი ჯერ არ გაქვს, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია ონლაინ, Silk მობაილბანკში, ასევე Silk Bank-ის ფილიალებსა და პარტნიორ ობიექტებში.

შეთავაზება მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, იმოქმედებს. ამ პერიოდში სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანში მერე ბარათით შეძენილი ნივთებისა და სერვისების ღირებულების 12 თვეზე, ეფექტურ 0%-ად განაწილებას შეძლებ.

გაქვს ახლა, იხდი მერე!

მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70

სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.