ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს – „ლელო“ ისტორიის სახელმძღვანელოზე

პარტია „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ მეათე კლასის ახალი ისტორიის სახელმძღვანელო ფაქტობრივი შეცდომებით, ისტორიის გაყალბებითა და პროპაგანდითაა გაძეძგილი. მისი თქმით, წიგნში არასწორადაა შეფასებული გეორგიევსკის ტრაქტატი და ეროვნული მოძრაობის პერიოდი, ხოლო საბჭოთა ოკუპაციის და პირველი რესპუბლიკის პერიოდები გამოტოვებულია.

რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს – „ლელო“ ისტორიის სახელმძღვანელოზე
რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს – „ლელო“ ისტორიის სახელმძღვანელოზენეტგაზეთი

„ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ახალი წიგნი ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნებს. წიგნის პირველი ნაწილი ელექტრონულად ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

„შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელო გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებით, ძალიან ბევრია შიგნით უცნაური შეფასებები, ისტორიის გაყალბება და ასე შემდგომ“, – ამბობს ჩიხრაძე.

ის ხაზს უსვამს რამდენიმე საკითხს და შეცდომებს:

„გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ჩვენ აქ ვერ ამოვიკითხავთ ისტორიულად სწორ შეფასებებ. ის შეფასებები, რომლებიც წინა სახელმძღვანელოში იყო ივანე ჯავახიშვილის მიერ მოხმობილი, გამქრალია და მოძებნილია ისეთი შეფასება, რომელიც სრულიად ატრიალებს ამ ისტორიულ მოვლენას და მას აცხადებს, როგორც ქართველი ერის გადარჩენის გარანტად“;

„ახალმა თაობებმა ამ სახელმძღვანელოს მიხედვით პრაქტიკულად ვერაფერი ვერ უნდა გაიგონ რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ – ეს არ იყო არც ტრაქტატით განპირობებული ურთიერთობა, არც კეთილმეზობლური ურთიერთობა, ეს იყო გამუდმებული ბრძოლა ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ეკლესიასთან, სამეფო ტახტის გაუქმება, ქვეყნის ოკუპაცია, ეკლესიების გადაღებვა, საეკლესიო პირების მიმართ რეპრესიები და ასე შემდგომ. არაფერი ამ სახელმძღვანელოში არ არის მოხმობილი და შეიძლება ითქვას, რომ გაუკუღმართებულია ასე ვთქვათ, მთელი ისტორიული ეპოქა ამ თვალსაზრისით“.

„გამრუდებულია და ძალიან დამახინჯებულია საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდის ამბები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მთლიანად გამოტოვებულია საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი, პირველი რესპუბლიკის პერიოდი და შეიძლება ითქვას, ილია ჭავჭავაძიდან პირდაპირ ივანე ჯავახიშვილთან აღმოვჩნდებით და იქაც გაკვრით არის რაღაც ამბები ოკუპაციასთან დაკავშირებით მხოლოდ მოხსენიებული“;

ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას რაც შეეხება, აქაც უამრავი ფაქტობრივი უზუსტობაა. უბრალოდ სახელმძღვანელოში რომ ძალიან სირცხვილია, ისეთი უზუსტობებია თარიღებთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირველი პროკლამაციების თაობაზე, „გორგასლიანის“ ორგანიზაციის ეგიდით, თარიღია არასწორად მოხმობილი შინაარსთან ერთად.

„ჰელსინკის კავშირის დაარსების თარიღი აბსოლუტურად არასწორად არის მოწოდებული“.

ჩიხრაძე ხაზს უსვამს, რომ გენერალი ტოტლებენიც კი წიგნში „შელამაზებულადაა“ გამოყვანილი. ასევე მისი თქმით, უცნაურია, რომ წიგნში მოხსენიებული არ არიან საეკლესიო მოღვაწეები:

„არ მოიძებნა საქართველოს ისტორიაში არც ერთი სასულიერო პირი, რომელიც იქნებოდა წარმოჩენილი და ამ სახელმძღვანელოში საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს და მდგომარეობას წარმოაჩენდა“, – ამბობს ის.

ჩიხრაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს ავტორები არიან „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პიროვნებები, ხოლო საგანგაშოა ის, რომ საერთოდ გამქრალია ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაძლებლობა.

„არ შეიძლება ასეთი პროპაგანდისტული იყოს სასწავლო პროცესი და სახელმძღვანელოები ასე ექვემდებარებოდეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის – მოღალატე, პრორუსული პოლიტიკური ძალის ინტერესებს“, – ამბობს ჩიხრაძე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.