აჭარაში, სარეალიზაციო ობიექტიდან, ვადაგასული სურსათი ამოიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს "აჭარა" შეამოწმეს. ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა და ბიზნესოპერატორი რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც ის დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს "აჭარა" შეამოწმეს და, გამოვლენილი დართვევების გამო, საქმიანობა შეუჩერეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
"გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
მომხმარებელს კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.