გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაის, ანდრონიკაშვილის, ლამბერტის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, მაყაშვილის, შეყლაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში. 15:00-დან 18:30 საათამდე - სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ბარათაშვილის, ბერი გობრონის, კავთას, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს ქუჩებზე.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში წყლულეთი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი, ძალისი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 12:45-დან 18:30 საათამდე დენი გაეთშებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, მილახვრიანი, ბერთამთა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ქ. დუშეთში თავისუფლების, ჩვიდმეტი შინდისელი გმირის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.