ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 13 500 დამსაქმებელს 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება, თუ ისინი საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ. გარდა ამისა, კანონპროექტით ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება და საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური იქმნება.

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები
ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობებიBM.GE

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს და 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება, თუ კერძო სექტორი გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში” დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ და დაამტკიცებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა და 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. კერძოდ, ჯარიმდებოდნენ ის დამსაქმებლები, რომლებსაც დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე კუთვნილი 2%-იანი შენატანის ვალდებულება არ ჰქონდათ შესრულებული.

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 43 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული 13 500 დამსაქმებელს. მისივე ინფორმაციით, კანონში სხვა ცვლილებებიც შედის და ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება.

"საკანონმდებლო პაკეტი დაგროვებითი პენსიის შესახებ ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე, ზოგადად, საკითხის აქტუალობა იდგა საზოგადოებაშიც.

საკითხი ეხება საპენსიო ფონდში შენატანებს - იმ შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს შენატანი გაკეთებული არ ჰქონდა. ამ დარღვევის გამო გათვალისწინებული იყო ჯარიმები და გადაუხდელი ჯარიმების გარკვეული რაოდენობა დაგროვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება, დაახლოებით, 13 500 დამსაქმებელს და ჯამში მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ.

გარდა ამისა, კანონში შედის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც. კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც: პირველ და განმეორებით შემთხვევებში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა ყოველ ჯერზე 300 ლარი იქნება.

ასევე, საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.