ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა
გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ევროპულ ბაზარზე გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 84 ევროს მიაღწია, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში 200%-იან ზრდას წარმოადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ფასების ზრდის დინამიკა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება, რაც ზამთრის მოახლოებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტითა და ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების შეფერხებებით არის განპირობებული.

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო წლების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა და ევროპულ ბაზარზე გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 84 ევროს მიაღწია
ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი 200%-ით არის გაძვირებული და ის ამჟამად 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ნიშნულზე იმყოფება.
ერთი თვის განმავლობაში გაზი დაახლოებით 36%-ით გაძვირდა და ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ ზრდის დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რადგან ზამთარი მოდის და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი სულ უფრო მეტად მწვავდება.
გაზის გაძვირდება, ცხადია, ირანის ომით არის განპირობებული, რომელმაც ჰორმუზის სრუტის პარალიზება და ახლა უკვე ბაბ-ელ-მანდების სრუტის შეფერხებაც გამოიწვია.
ამასთან, სპარსეთის ყურეში ბუნებრივი აირის საწარმოო ინფრასტრუქტურა კრიტიკულად არის დაზიანებული და რუსეთ-უკრაინის ომი ესკალაციის ახალ ფაზაში გადადის, რაც, თავის მხრივ, რუსეთის საწარმოო შესაძლებლობებს ზღუდავს.
საერთო ჯამში, ვიღებთ ასეთ მოცემულობა: რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურების მუდმივი რისკის წინაშეა; ხოლო ახლო აღმოსავლეთის ბაზარი ჩაკეტილია – აი, სწორედ ეს კომბინაცია გვაძლევს 200%-იან ზრდას.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
- როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
- როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.