ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახეთში, 70 წლამდე ქალს სახლში შეუვარდნენ, დააბეს და გაძარცვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, წუხელ გვიან ღამით, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს. - ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. როგორც

კახეთში, 70 წლამდე ქალს სახლში შეუვარდნენ, დააბეს და გაძარცვეს
კახეთში, 70 წლამდე ქალს სახლში შეუვარდნენ, დააბეს და გაძარცვესალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, წუხელ გვიან ღამით, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს. – ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები გამოცემასთან ამბობენ, შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.

უცნობმა პირებმა ქალი დააბეს და მისი თქმით იძულებული გახდა, თავდამსხმელებისათვის ეთქვა, სად ინახავდა თანხასა და ძვირფასეულობას.

წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული.

თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავებული არავინ არის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: ალია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.