ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შიო მესამე - თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით - უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, სულიერ განვითარებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა, რომ ნამდვილი განათლებისა და სიბრძნის მისაღებად მხოლოდ საგნებში სიბეჯითე და გონების განვითარება საკმარისი არ არის, რადგან უპირველეს ყოვლისა უფალი გულის სიწმინდეს და სულიერ განვითარებას ელოდება.

შიო მესამე - თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით - უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, სულიერ განვითარებას
შიო მესამე - თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით - უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, სულიერ განვითარებასინტერპრესნიუსი

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში.

“გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაშიც.

დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა და მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. სიბრძნის დასაწყისი რა არის? - ღვთის შიში. ასე, რომ თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებისთვის. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
  2. ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
  3. ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.