ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია ვოლსკი – ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული და ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია, რადგან კადრი შიგნიდან შეირჩა. ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი საკადრო ცვლილება ზოგადად კარგი არ არის, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება.

გია ვოლსკი – ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება
გია ვოლსკი – ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლებაპირველი არხი

ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ კადრი შეირჩა არა გარედან, არამედ შიგნიდან, მის საქმიანობას შედეგი ექნება, ეს საკადრო გადაწყვეტილება პოზიტიურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გეკა გელაძემ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

„ზოგადად, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, სჯობს, ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ გარკვეული ვითარება არსებობს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა ვოლსკი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.