ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

მსოფლიოში ახალი ენერგიის ავტომობილების ლიდერი BYD საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი „ჯითი გრუპია“, რომელმაც თბილისში პირველი შოურუმი გახსნა. მომხმარებელს სთავაზობენ ოფიციალურ საგარანტიო პირობებს, ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს. სამომავლოდ იგეგმება ახალი ფლაგმანური შოურუმის მშენებლობა, ბათუმში სერვისცენტრის გახსნა და ულტრასწრაფი დამტენების ქსელის განვითარება.

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - "ჯითი გრუპმა" თბილისში პირველი შოურუმი გახსნარუსთავი 2

მსოფლიოში ახალი ენერგიის ავტომობილების ლიდერი BYD საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი „ჯითი გრუპია“ - საავტომობილო ინდუსტრიაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ისეთ პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა BMW, Land Rover და Jaguar.

თბილისში პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა ბრენდის შემოსვლის საწყისი ეტაპია, რომელიც ქართველ მომხმარებელს BYD-ის მოწინავე ტექნოლოგიებთან და „ჯითი გრუპის“ მრავალწლიან გამოცდილებასთან აკავშირებს. ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

• ოფიციალურ საგარანტიო პირობებსა და პროგრამულ განახლებებს;

• ავტორიზებულ სერვისს სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან;

• ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და გაყიდვის შემდგომ სრულ მხარდაჭერას.

BYD-ის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა უსაფრთხო Blade Battery და DM-i სუპერ ჰიბრიდული სისტემა, საქართველოში ეკომეგობრული მობილობის ახალ ეტაპს უყრის საფუძველს. „ჯითი გრუპის“ სტრატეგიული ხედვა ბრენდის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ განვითარებას ითვალისწინებს: 2027 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #218-ში, BYD-ის სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ფლაგმანური შოურუმი და მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება და გაიხსნება. პარალელურად, რეგიონული გაფართოების ფარგლებში, იგეგმება ოფიციალური შოურუმისა და სერვისცენტრის დამატება ბათუმშიც.

ამასთანავე, მომხმარებელთათვის ნებისმიერ მანძილზე კომფორტული და შეუფერხებელი

გადაადგილების უზრუნველსაყოფად, აქტიურად მიმდინარეობს BYD-ის ულტრასწრაფი დამტენების ქსელის განვითარების პროექტზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ასევე კახეთსა და სხვა რეგიონებში დამონტაჟდება უახლესი თაობის დამტენები, რომლებსაც ავტომობილის სრულად დამუხტვა საშუალოდ სულ რაღაც 9 წუთში შეუძლია.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას BYD-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ქართული ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოს მუსიკალური კონცეფცია სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი კომპოზიციით არტისტმა ანუშკა ჩხეიძემ გააფორმა.

პირველ ეტაპზე შოურუმში წარმოდგენილია საქართველოს ბაზრისთვის ბრენდის მიერ ოფიციალურად ავტორიზებული სამოდელო რიგი, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. სამოდელო პორტფელი მუდმივად განახლებადია და ეტაპობრივად ბრენდის უახლესი გლობალური მოდელებით შეივსება.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.