ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T

„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 695 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 8.8%-იანი ზრდაა. საინვესტიციო ბანკის ცნობით, 8 თვეში ჯამურმა შემოსავლებმა 3.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ზრდის დაბალი მაჩვენებელი გაზაფხულზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო დაფიქსირდა. პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა და აეროპორტები 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ.

აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&TBM.GE

“გალტ ენდ თაგარტის” შეფასებით, აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 695 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ ეს წლიურად 8.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სხვადასხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთებული წინასწარი შეფასებით, ჯამში, 8 თვეში საქართველოში ტურიზმის შემოსავლები 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ამ შემთხვევაში ზრდა მხოლოდ 1.6% შეადგენს. ზრდის დაბალი მაჩვენებელი გაზაფხულზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ტურიზმში დანაკლისმა განაპირობა.

“ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს” - წერს ახალ ანგარიშში “გალტ ენდ თაგარტი”.

დღეს ეკონომიკის სამინისტრომაც განაცხადა, რომ საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთა გადაყვანის მიმართულებითაც. უწყების ცნობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.

ტურიზმის დეტალური მაჩვენებლები სავარაუდოდ 15 სექტემბერს გახდება ცნობილი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.